რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩოვი საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურება და წერს, რომ - "ნებისმიერი შეთანხმება მოხდება მოსკოვის და არა ვაშინგტონის პირობებით"
კოსაჩოვის მტკიცებით, "რეალური შეთანხმებები ფრონტზე იწერება და ეს ვაშინგტონში უნდა გაიგონ":
"პირობები ამერიკულია და არა უკრაინული. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან...
რუსეთი წინ მიიწევს და, შესაბამისად, რუსეთთან საქმე სხვაგვარად იქნება. ნებისმიერი შეთანხმება (კომპრომისის აუცილებლობის სრული გაგებით) - ჩვენი პირობებით და არა ამერიკული" წერს აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გუშინ, აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, კიევი დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას მთელ ფრონტზე. საპასუხოდ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას უკრაინისთვის.
აშშ-ში აცხადებენ, რომ "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა".