ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია Maxar Technologies-მა სატელიტურ სურათებზე უკრაინას წვდომა აღუდგინა.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Global Enhanced GEOINT Delivery (GEGD) ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების გუშინდელი მოლაპარაკების შემდეგ, უკრაინას ისევ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია Maxar-ისაგან.
Maxar თანამგზავრული გამოსახულების ერთ-ერთი წამყვანი კომერციული პროვაიდერია. უკრაინელი სამხედროები მის სატელიტურ ფოტომასალას რუსული ჯარების გადაადგილების მონიტორინგისთვის იყენებს. უკრაინას მასზე წვდომა 7 მარტს შეეზღუდა.
ქალაქ ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა აშშ-მაც.