აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის ინფორმაციით, ვაშინგტონმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა.
როგორც გაბარდი X-ზე წერს, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულებულია.
"აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას. პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულდა", - წერს გაბარდი.
ამავე თემაზე: