რუსეთთან დღეს გვექნება კონტაქტი; თუ იტყვიან „არა-ს“, ეს ბევრ რამეს გვეტყვის მათი მიზნების შესახებ | რუბიო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინასთან გუშინ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დღეს რუსეთთან ექნებათ კონტაქტი და დაელოდებიან მათ პასუხს. რუბიო იმედოვნებს, რომ კრემლის პოზიცია უახლოეს დღეებში გაირკვევა.

„ჩვენ დღეს გვექნება კონტაქტები მათთან [რუსულ მხარესთან], უკვე გვქონდა კონტაქტები სხვადასხვა დონეზე კოლეგებთან, ადმინისტრაციის სხვადასხვა წევრებთან და ეს გაგრძელდება. [...] ჩვენ ვაპირებთ პირდაპირ მივმართოთ მათ, ჩვენ ვაპირებთ ვთქვათ, რომ უკრაინა მზად არის შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ომის გრძელვადიანი დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი პროცესი და ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია. თუ ისინი იტყვიან - დიახ, მაშინ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მივაღწიეთ რეალურ პროგრესს და რომ არსებობს მშვიდობის რეალური შანსი. თუ ისინი იტყვიან „არა-ს“, მაშინ ცხადია, ჩვენ უნდა გავიგოთ მათი ნამდვილი ზრახვები. ვფიქრობ, თუ ისინი უარს იტყვიან, ეს ბევრ რამეს გვეტყვის მათი მიზნებისა და გეგმების შესახებ“, - დასძინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, "კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია" და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა მშვიდობა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გუშინ, აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, კიევი დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას მთელ ფრონტზე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი