საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუდენტებისა და ტელევიზიის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსული სტუდენტების ცნობით, პარასკევს, 22:00 საათზე, პირდაპირი ეთერი ჩაინიშნა.
მათივე ინფორმაციით, ეთერში მონაწილეობას თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი და სტუდენტები მიიღებენ.
ამ მოთხოვნით სტუდენტები რამდენიმე საათია, ტელევიზიასთან იმყოფებიან. ეთერში იყო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი.
10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. იქამდე კი სტუდენტებთან, რომლებიც უნივერსიტეტში უწყვეტ პროტესტს მართავდნენ, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.