ერთგულების 4 წელი - მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაგვემშვიდობა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაგვემშვიდობა. მძიმე შრომისგან დაღლილი დეპუტატები აუზებიან და ჯაკუზებიან სახლებში წავიდნენ

თანამედროვე საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია, რომელიც აგერ უკვე 30 წელიწადს ითვლის. ისტორიული სიტყვიდან ორი წლის თავზე, სამოქალაქო ომის დასასრულს, გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. მისი ადგილი კი ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა, რომელიც იმ დროს ხალხში პოპულარობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა: სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, მოსახლეობა მის მიერ მითვისებული სახელმწიფო ქონების დაბრუნებასაც ითხოვდა

შევარდნაძის მოწოდებას ხალხმა ყური არ უგდო და მათი ხმა რევოლუციად იქცა. ვარდების რევოლუციად, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ეს ყველაფერი კი - შევარდნაძის რეჟიმის დასასრულით და მიხეილ სააკაშვილის მიერ დასავლური ტიპის სახელმწიფოს შექმნით დაგვირგვინდა:

2012 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლება არჩევნების გზით „ქართულ ოცნებას“ გადაეცა, რომლის ლიდერიც ისეთი დემოკრატიის მშენებლობას გვპირდებოდა, რომელიც ჯერ ევროპასაც კი არ ენახა. დიახ, ასეთი ტოტალური სიბნელე, რითაც ბიძინა ივანიშვილმა თავი ამ 8 წლის განმავლობაში დაგვამახსოვრა, ევროპაში, ალბათ, ბოლო 300 წლის განმავლობაში არ შეუნიშნავთ. 

30 სექტემბერს მე-9 მოწვევის ბოლო სესია ჩატარდა და ამით საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი ბნელი ფურცელი ჩაბარდა წარსულს. კედლებში, სადაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, 2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ. დიახ, კობახიძემ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს გაუწია ექსკურსიამძღოლობა და ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეც კომფორტულად მოსვა.

ადა მარშანიამაც უარი თქვა პარლამენტის მუშაობის შეფასებაზე და გვითხრა, რომ ჩვენს არხს კომენტარს არ აძლევს. 

გუგული მაღრაძეც გამოჩნდა, რომელმაც შეგვისწორა და გვითხრა, რომ დღიური რაციონისთვის ლარი და 80 კი არ არის საკმარისი, არამედ 2 ლარი და 80.

გუგული მაღრაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამწევი ძალა იყო. ხომ გახსოვთ, როგორ შეაზანზარა მისმა სიტყვამ ევროსაბჭო?

გუგული მაღრაძე საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევასთან ერთად, ალკოჰოლის ხშირ გამოყენებასა და ჭარბწონიანობასაც ებრძოდა: რეზო არველაძეც გამოჩნდა. კაცი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ:

ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულმა ლაქიამ, არჩილ თალაკვაძემ კი ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა დამღლელი ეს ორი წელიწადი და აპირებდა თუ არა ისევ კომოზე წასვლას დასასვენებლად, პასუხი ცალყბად გაგვცა:

ასე უინტერესოდ დასრულდა ბიძინა ივანიშვილის მეცხრე მოწვევის პარლამენტის უკანასკნელი სესიაც.

 ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი