ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, 2 400-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უხანგრძლივებს:
"ევროკავშირი აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე.
ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებს 2 400-მდე ფიზიკურ პირზე და ორგანიზაციაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, მათ შორის:
- მოგზაურობის აკრძალვა;
- აქტივების გაყინვა;
- დაფინანსების/რესურსების აკრძალვა.
ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, გადამწყვეტია," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.