"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას და იმ შეფასებებს ეხმაურება, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა. მელია წერს, რომ ეს ფაქტი რეჟიმის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს და რომ სათქმელი დგება დიპლომატიური ფორმით:
"ძალიან გადაჭარბებული და ზედმეტად ემოციური ვნებათაღელვა მოჰყვა ამერიკის ელჩ დანიგანისა და ბოჭორიშვილის შეხევდრას.
ვნებათაღელვა ისე აგორდა, რომ ე.წ. "ბაბლს" ფაქტობრივად ყურადღება არ მიუქცევია მკაცრი დიპლომატიური ტექსტისათვის, სადაც მარტივად შეიძლებოდა ელჩის ძირითადი "მესიჯის" ამოკითხვა.
ელჩი, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა ქვეყანასთან მიმართებაში სამოქმედო გეგმით/პრიორიტეტებით .
შესაბამისად, უნდა შემდგარიყო კომუნიკაცია, რომ მომხდარიყო ამ ინფორმაციის მიმოცვლა, გადაცემა რეჟიმისათვის.
რა იყო ეს ინფორმაცია, რომლის გადაცემაც მოხდა, მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა ფაქტია, საელჩოს მოკლე და კონკრეტულ ტექსტში წერია:
"ელჩმა გააცნო ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება."
ეს ტექსტი ნიშნავს იმას რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ამ ეტაპზე "სერიოზულ დამოკიდებულებას" და ურთიერთობები "გასაუმჯობესებელია".
გაუმჯობესება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ არსებული პოლიტიკური კრიზისის გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით - ანუ დიდი ალბათობით, ახალი ადმინისტრაცია ითხოვს იმის მსგავს ნაბიჯებს, როგორსაც ვითხოვთ ჩვენ.
უბრალოდ, ეს მოთხოვნა დგება დიპლომატიური ენითა და დიპლომატიური ფორმით და არაფერი აქვს საერთო "აღიარებასა" და "რეჟიმის ლეგიტიმაციასთან".
ამისთვის არიან ქვეყანაში ელჩები - აქვთ თავისი ამოცანები და მათი ქვეყნების ინტერესების გამოხატვის კონკრეტული დიპლომატიური ფორმები.." წერს ნიკა მელია.
იხილეთ: