თეთრი სახლის განცხადებით, ტექნიკური მოლაპარაკებები შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მანამდე კი "მშვიდობისკენ მოძრაობა" ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება.
"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება, ასევე, ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.