თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "პროვოკაციული" პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიამის თქმით, გამოავლინეს სოციალური მედიის 261 ანგარიში, მათ შორის 62 საზღვარგარეთ, სადაც იმამოღლუსა და 105 სხვა პირის დაკავებასთან დაკავშირებით "დანაშაულისა და სიძულვილის წამქეზებელი პროვოკაციული პოსტები" გამოაქვეყნეს. მინისტრი X-ზე წერს, რომ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების ძებნის პროცესი.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ გუშინ დააკავეს. ის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა. მერის დაკავების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები დაიწყო.
ვინ არის ექრემ იმამოღლუ | სტამბოლის დაპატიმრებული მერი, რომელიც ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილება