"ოპოზიციური შოუებისთვის დრო არ გვაქვს" | ერდოღანი სტამბოლის მერის დაკავებას გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი გამოეხმაურა. ერდოღანმა კომენტარი გააკეთა სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავების შესახებ და განაცხადა, რომ  ხელისუფლება დროს არ დაკარგავს "ოპოზიციის შოუსთვის". როგორც ТКТ HABER- ი წერს ამის შესახებ მან თანაგუნდელებთან, პარლამენტის ყოფილ წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ერდოღანის თქმით, ოპოზიცია ცდილობს პოლიტიკური მანიპულაციები შექმნას.

"ოპოზიციური შოუებისთვის დრო არ გვაქვს. ისინი ცდილობენ წარმოადგინონ შიდა დაპირისპირება ანდა კანონთან ბრძოლა მთელი ქვეყნის პრობლემად. მათი ტვინი ამბიციებმმა დაიპყრეს." - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ბრალდებისგან თავს ვერ დაიხსნიან.

სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ , რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება 19 მარტს დააკავეს. მას კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირებს ედავებიან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი