მითოლოგიიდან არის, რომ ვიღაც ჩამოვა და $6 მლრდ-ს ჩადებს; არაბული ქვეყნები ყურადღებას აქცევენ, რა ურთიერთობა გაქვს აშშ-სთან, EU-სთან | ჭუმბურიძე

გამოქვეყნდა:

„2024-2025 წლებში ვერ ვიხსენებ დიდ ინვესტორს, რომელიც საქართველოში დიდი ინვესტიციით შემოვიდა. პირდაპირი ინვესტიციებიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არ ვიქნებით სტაბილური ქვეყანა? არ იქნება ინვესტიცია. გამოვრიცხოთ ეს. ეს ყველაფერი მითოლოგიიდან არის, რომ ვიღაც ჩამოვა და $6 მლრდ-ს ჩადებს. არცერთი ქვეყანა მათ შორის არაბული ქვეყნები, მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა ურთიერთობა გაქვს შენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ევროპულ განზომილებასთან, რადგან ჩინეთისთვის, არაბული სამყაროსთვის და სხვა დიდი ეკონომიკური მოთამაშეებისთვის, ყველაზე დიდი პარტნიორები და დაცული ბაზარი აშშ და ევროკავშირია. არავინ თქვას, რომ ჩვენ შეიძლება ევროპული საინვესტიციო მხარე ჩავანაცვლოთ ჩინური, ინდური ან არაბული ინვესტიციით. გამორიცხულია. კარგია ამ სივრცესთან თანამშრომლობა. ეკონომიკური საფუძველი არის ის, რომ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა ყველასთან უნდა გქონდეს - ჩინეთთანაც, ინდოეთთანაც, არაბულ სამყაროსთანაც... მაგრამ იმ ევროპულ გზას, რომელიც ჩვენ 34 წლის წინ ავირჩიეთ, ალტერნატივა არ აქვს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური განზომილებით. ამას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. დანარჩენი სიტყვების თამაშია, რომ ვიღაც მოვა და ინვესტიციას ჩადებს“.

ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე BMG-სთან საუბრისას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი