უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა, უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, სუჯას გაზის სადგური დაბომბა და ამაში უკრაინის თავდაცვის ძალები არ მონაწილეობდნენ.
"რუსეთის ფედერაცია აძლიერებს თავის დისკრედიტაციის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ. მაგალითად, მტერმა დაადანაშაულა ჩვენი თავდაცვის ძალები სუჯას გაზის საზომი სადგურის დაბომბვაში. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა.
მტერმა უკვე გააძლიერა დაგეგმილი დესტრუქციული საინფორმაციო ზემოქმედება მორიგი პროვოკაციით - დაბომბა ეს ობიექტი არტილერიით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყანა თავისივე დაგეგმილ და განხორციელებულ ქმედებას იყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინა აშშ-სთან დადებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულოს.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სუჯას გაზსადენზე "უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შესახებ", რუსულმა პროპაგანდისტულმა და დეზინფორმაციულმა საჯარო ფორუმებმა გაავრცელეს. მათ შორის, ტელეგრამ არხმა Mash, რომელიც ითველება, რომ ФСБ-ს მიერაა კონტროლირებადი.
გენშატბი ასევე აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები მაგისტრალური გაზსადენის მილს მათი ქვედანაყოფების ფარული გადაადგილებისთვის იყენებდნენ.
შეგახსენებთ, უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების წინადადებას. ფორმალურად, ამას პუტინიც დათანხმდა.
აფეთქება კურსკის ოლქში, სუჯაში, 21 მარტის ღამეს მოხდა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.