თბილისში მიმდინარე MEGOBARI აქტის მხარდამჭერ მარშს კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმაურება:
"მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტია, ვისაც ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა უნდა. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს და მის მცდელობას, მიჰყიდოს საქართველო ირანის რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ დგას საქართველოს გვერდით!"- წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი და მარშის ფოტოს აქვეყნებს.