
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, აქტიური კოვიდშემთხვევებიდან 43 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 41 კი - მართვით სუნთქვაზეა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ოქტომბერს, 24 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 90 წლის კაცია ბათუმიდან.
ახალი კოვიდშემთხვევებიდან, ყველაზე მეტი - 370 ინფიცირებული კვლავ აჭარიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.