"რის გამო? განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?" | ზურაბიშვილი საზმაუს ბორდის მიერ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დასჯის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

"ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს "თანამდებობის პირების" აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!
ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენს ისტორიის ფურცლებიდან, ყველამ ვიცოდეთ უნდა! 
ევროპისკენ რომ არ მიდიხართ, გავიგეთ, მაგრამ "ღირსეულად" რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც???

დღეს ეს არის მთავარი კითხვა «to be or not to be?» ვართ თუ არა მზად ამათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი "კომპეტენტურ ორგანოებს".. და რის გამო? განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?"

- წერს Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი მენეჯმენტს ურჩევს, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი