თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროცესის დასრულებამდე ის პატიმრობაში დარჩება.
სტამბოლის მერის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობს.
სტამბოლის მერი, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება, 19 მარტს დააკავეს. მერის დაკავების შემდეგ სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
ნახეთ: