სტამბოლის დაპატიმრებული მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინს ტყვიები და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
თურქეთში იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ, პროტესტი არ წყდება. სტამბოლის ოპოზიციონერ მერს გუშინ პატიმრობა შეუფარდა, რაც ათასობით ადამიანმა ქუჩებში გამოსვლით გააპროტესტა.
იმამოღლუს ბრალი წაუყენეს კრიმინალური ორგანიზაციის მართვაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვაში, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაში. ის სამსახურებრივი მოვალეობისგანაც გაათავისუფლეს.
პარალელურად, იმამოღლუმ საპრეზიდენტო პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონი ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება, 19 მარტს დააკავეს.