18 დღეა რაც გამომწერეს "ვივა მედიდან" და წამოღებული მაქვს 5 ცალი კონტეინერი და ქილა მაწონი. ეს არის ის კვება, რასაც მაწვდიან |ქათამაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის პროცესი მიმდინარეობს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. კერძოდ, "ვივა მედის" ხელმღვანელი ნინო ნადირაძე ამტკიცებს, რომ ქათამაძემ "ფიზიკური შეურაცხყოფა" მიაყენა. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

პროცესზე თემურ ქათამაძემ ისაუბრა: 

თუ არ ვცდები 18 დღეა რაც გამომწერეს ვივა მედიდან და წამოღებული მაქვს 5 ცალი კვების კონტეინერი და ქილა მაწონი. ეს არის ის კვება, რასაც მაწვდიან და მე მაქვს პრეტენზია, რომ ეს არ არის სათანადო მართვა შიმშილობის შემდეგ პროცესის მართვისთვის. განსაკუთრებით ადამიანის, ვინც 48 დღე ვშიმშილობდი და ამ კვებამ გავლენა იქონია ჩემს ჯანმრთელობაზე.

მე მინდა ასევე წარმოვადგინო ჩემი განცხადების ასლი, მიგრაციის დეპარტამენტში შეტანილი, სადაც ასახულია ამ 5 კონტეინერის შემადგენლობა, სახეობები და სხვა დეტალები." თქვა ქათამაძემ. 

ქათამაძე ამბობს, რომ მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდი არ იმართება შესაბამისი პროტოკოლით. მისივე თქმით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც დაგეგმა მიგრაციის დეპარტამენტმა და მასში მონაწილეობდა ვივა მედიც.

ქათამაძე მოსამართლეს მიმართავს, მოწმის სახით იქნას მოწვეული სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნინო სულამანიძე, რომელიც მომხდარ ინციდენტს შეესწრო და ვივა მედიდან გამოთხოვილ იქნას შინაგანაწესი და პაციენტთან მოქცევის დებულება. 

დღევანდელ პროცესზე ნინო ნადირაძე არ გამოიკითხება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი