სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ქალაქ სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქალაქის საბჭო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 13 ბავშვია.

სარაკეტო თავდასხმა სუმზე ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. იერიში სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე განხორციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სკოლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი