რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ არტიუხოვი ავრცელებს.
"მტერმა ქალაქის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი, სკოლა. ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ჯანმრთელად არიან", - თქვა არტიუხოვმა.
თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რის ჩაქრობასაც მეხანძრე-მაშველები ცდილობენ. ორ ბაღში მოეწყო სპეციალური შტატები.