აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუა სოხუმის ციხეში რჩება - ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დროშის დაწვის გამო  დაკავებული ირაკლი ბებუა ამ დრომდე სოხუმის იზოლატორში რჩება - მას წინასწარი ერთ თვიანი  პატიმრობა შეუაფრდეს,  დაკავებული ბებუას ოჯახისთვის უცნობია რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება მისი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ირაკლის აქვს ქრონიკული დაავადებები, ის იყო სახელმწიფო პროგრამაში ჩართული საქართველოში, როცა 4 წლის წინ აფხაზეთში გადასვლა მოუწია ამ პრგრამებსაც გამოეთიშა. ოჯახი შიშობს, რომ ფიზიკური ზეწოლის შედეგად მისი მდგომარეობა შეიძლება მეტად გართულდეს და სავალალო შედეგი მოიტანოს, - ამბობს ბიძაშვილი, თამუნა ბებუა.

ოჯახის თქმით, სახელმწიფოსგან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვთ და შესაბამის უწყებებს სთხოვენ ყველაფერი გააკეთონ ბებუას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროში დაწვის გამო დაკავებულ  ირაკლი ბებუას, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.  მას დე ფაქტო საგამოძიები უწყება დამამძიმებელ გარემოებებში აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოს განადგურებას და ტყვია-წამლის უკანონო შენახვას ედავება. მათივე ინფორმაციით, ბებუა დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მომხდარზე ინფორმაციას ფლობს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორებიც და ცნობილია, რომ ისინი  ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი