ოკუპანტების მიერ დაკავებულ ირაკლი ბებუას ბრალი წაუყენეს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროში დაწვის გამო დაკავებულ  ირაკლი ბებუას, ბრალი  ოფიციალურად წაუყენეს. "ეხო კავკაზის ინფორმაციით"  ბებუას სახლში ჩხრეკის დროს RG-42 ტიპის ფრაგმენტული ხელყუმბარა ამოიღეს.

მას დე ფაქტო საგამოძიები უწყება დამამძიმებელ გარემოებებში აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოს განადგურებას და ტყვია-წამლის უკანონო შენახვას ედავება. მათივე ინფორმაციით, ბებუა დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ამ დროისთვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი - დაპატიმრება 30 დღის ვადით, - წერია განცხადებაში.

ბებუა გალიდან სოხუმის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ შეტყობინება ბრალდებულის ოჯახმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო.

 

ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ შესაძლოა ის ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს. ოჯახი სახელმიწოფო უწყებებს ირაკლი ბებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის .. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გუშინ დააკავეს

მომხდარზე ინფორმაციას ფლობს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები და ცნობილია, რომ ისინი  ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი