საუდის არაბეთში, აშშ-რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა | ერთობლივ განცხადებას მხარეები 25 მარტს გამოაქვეყნებენ

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთში, აშშ-რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. ის 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის დელეგაციამ შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა. წყაროს თქმით, შეხვედრის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებას მხარეები 25 მარტს გამოაქვეყნებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ და უკრაინა მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი დაასრულებენ შეხვედრას საუდის არაბეთში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი