უკრაინული მედია: აშშ და უკრაინა მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი დაასრულებენ შეხვედრას საუდის არაბეთში

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი და კიევი კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდება.

ამასთან, Суспільне წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინასთან წინა დღით შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეტალებს.

განხილვის საგანი იქნება, კერძოდ, ენერგეტიკულ ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება, ასევე შავ ზღვაზე თავდასხმების დასრულება. გარდა ამისა, წყაროს თქმით, უკრაინული მხარე ელის, რომ შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეძლებს შუალედური კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რუსეთთან დაკავშირებით მოლოდინი საკმაოდ დაბალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელგეაციების შეხვედრა გაიმართა. დღეს შეხვედრა აშშ-რუსეთს შორის შედგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი