აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), "რადიო თავისუფლებისთვის" გრანტის ნაწილის გამოყოფას დათანხმდა. ეს სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დაწყებამდე მოხდა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ერთი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. ინფორმაციას თავად "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების საფუძველზე "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" მიიღებს 7.46 მილიონ დოლარს. ეს ის თანხაა, რომელიც მედიას უნდა მიეღო მარტის პირველ 14 დღეში, იქამდე სანამ კონგრესი ფედერალური დაფინანსების გაგრძელების შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებდა, ხოლო 15 მარტს USAGM-ი რადიოსთვის გრანტის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
როგორც USAGM-ის წერილშია აღნიშნული, თანხას "რადიო თავისუფლება" თვის ბოლოს მიიღებს. მოსამართლის გადაწყვეტილებას სარჩელზე მომავალ კვირებში ელოდებიან.
ცნობისთვის, რომ "რადიო თავისუფლებამ" USAGM-ის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, "ამერიკის ხმის" თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყდა.