თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს

"ჩვენმა პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება," - წერს თურქეთის შს მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

აქტივისტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამავდროულად, გრძელდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. სპეცრაზმი მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლის და აკავებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექრემ იმამოღლუს დროებითი ღონისძიების სახით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით. თავად მერმა ამას "დაცინვა" უწოდა და ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. იმამოღლუს კორუფციის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გუშინ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 1 133 ადამიანი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი