ლავროვის თქმით, აშშ-რუსეთის დელეგაციებმა შავ ზღვაში უსაფრთხო გადაზიდვის საკითხები განიხილეს | კრემლი "მკაფიო გარანტიებს" ითხოვს

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთში, აშშ-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დროს შავ ზღვაში უსაფრთხო გადაზიდვის საკითხები განიხილეს - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან.

მისი თქმით, რუსეთი მომხრეა შავი ზღვის ინიციატივის განახლების „ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით“. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების განახლებისას "რუსეთს მკაფიო გარანტიები სჭირდება".

ლავროვის თქმით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ინფორმირებულნი არიან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-რუსეთის შეხვედრა გუშინ, საუდის არაბეთში 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება.

მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სერგეი ბესედა მონაწილეობდნენ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი