პესკოვის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება. პესკოვის კომენტარს რუსეთის სახელისუფლებო მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს

მისივე თქმით, კონტაქტები ტექნიკური ხასიათის იყო და ახლა შეხვედრის შედეგების ანალიზი ხდება.

"ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე. ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ღრმად ჩაძიებით, ამიტომ ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება, ამის მოლოდინი არ უნდა იყოს; ეს პირველი, ხოლო მეორე - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ანალიზდება დედაქალაქში გაკეთებული ანგარიშები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გარკვეულ გაგებაზე საუბარი", - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა დასძინა, რომ კონტაქტები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაგრძელდება, მაგრამ შემდგომი შეხვედრების შესახებ ჯერ არ არის დაკონკრეტებული. მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შესაძლებლობა ასევე ჯერ არ განიხილება.

ამავე თემაზე: 

"საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებები რთული, მაგრამ კონსტრუქციული იყო" - "უახლოეს მომავალში დადებითი განცხადებაა მოსალოდნელი" | რას ამბობს კარასინი და რა მოლოდინი აქვთ თეთრ სახლში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი