"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის, ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ, "მაგნატის" საქმის მოსამართლეები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენი ციხეში გაუშვა, "ოცნებამ" დააწინაურა. საუბარია ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეზე, რომელიც დღეს ოლიგარქის "საგამოძიებო კომისიამ" გამოკითხა.
„...რატომ არის დღეს, მაღალ თანამდებობაზე წამოსკუპებული ყველა ის პირი, რომელსაც პირდაპირ მიუძღვის პასუხი მის პატიმრობასა და მის ქონებრივ პრობლემებში. აქ იგულისხმება შსს-ს თანამშრომელიც, მაგრამ მთავარი - მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელსაც თვითონ ადებს ხელს და რომელიც დღეს დაწინაურებულია, ის არის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე. მოსამართლე ლომთათიძე, რომელმაც ის პატიმრობაში გაუშვა, რომელიც იმის შემდეგ დაწინაურდა და დღეს არის შუა რგოლის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე" განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ანა დოლიძემ
შეგახსენებთ, წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა "საგამოძიებო კომისიამ" დღეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა ორივე პოლიტიკურმა ლიდერმა არალეგიტიმური ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. პასუხად, "საგამოძიებო კომისია" "გამოუცხადებლობის გამო", ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის. წულუკიანი სავარაუდოდ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც.