"არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში... მხარდაჭერას ვუცხადებთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს" | "კოალიცია ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილებას არ იღებენ.

კოალიცია მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

"კოალიცია ცვლილებისთვის", ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.

ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.

მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

არალეგიტიმური პარლამენტის "საგამოძიებო კომისიაში" "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. "საგამოძიებო კომისია" "გამოუცხადებლობის გამო", მამუკა ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი