"4 ჯარიმა მაქვს უკვე, აქედან 2 არ შემატყობინეს და დღეს გავიგე ჩემით, როცა მეორე ჯარიმა მოვიკითხე" | ირაკლი კვირიკაძე

გამოქვეყნდა:

მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე წერს, რომ 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული, აქედან 2-ის შესახებ კი არ შეატყობინეს.

"4 ჯარიმა მაქვს უკვე, აქედან 2 არ შემატყობინეს და დღეს გავიგე ჩემით, როცა მეორე ჯარიმა მოვიკითხე. ფოსტა ამანათებს აგზავნის მისამართზე, რომელიც არ არსებობს და მეუბნება, რომ ვერ მპოულობს. მიუხედავად იმის, რომ პირველი ჯარიმის გადმოცემა მოახერხეს. პოლიტპატიმრები ციხეში. სამხილები არ არსებობს. ფონდები დაყადაღებული და ფონდის დამფუძნებლებს 8 დან 12 წლამდე პატიმრობას ემუქრებიან. ახლა ვდგავარ საქალაქო სასამართლოსთან და ანდროს და ბიჭების ტყუილებზე აგებულ განაჩენს ველოდები. მაინც ვიდგებით! ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მსახიობი.

მანამდე მსახიობმა ნია გუგავამ დაწერა, რომ პოლიციაში ჯარიმის საკითხზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 2-ის ნაცვლად 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი