რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რამდენიმე ბანკისთვის სანქციების მოხსნასა და SWIFT-ის სისტემაში დაბრუნებას ასახელებს. ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია ნათქვამია, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
კრემლი ითხოვს იმ საფინანსო ორაგანიზაცებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ზღვის პროდუქტების, სურსათისა და სასუქების წარმოება/ექსპორტით არიან დაკავებული. რუსეთის კიდევ ერთი წინაპირობა სადაზღვევო კომპანიებისთვის სურსათისა და სასუქის ტვირთით მუშაობაზე შეზღუდვების მოხსნაა.
მანამდე, თეთრი სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა და რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ საუბარი იყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ორ განცხადებაში, რომელთაგან ერთი აშშ-უკრაინის დელეგაციების, მეორე კი აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრებსა და მის შედეგებს შეეხებოდა.
ნახეთ: