ოლიგარქის პარლამენტის "საგამოძიებო კომისია", "გამოუცხადებლობის გამო", ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში გაგზავნის

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარლამენტში, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი "საგამოძიებო კომისია" ბადრი ჯაფარიძის საქმესაც პროკურატურაში გადაგზავნის. გადაწყვეტილება კომისიამ ერთხმად ცოტა ხნის წინ მიიღო. მიზეზი ამ შემთხვევაშიც, ჯაფარიძის კომისიაზე "გამოუცხადებლობა" გახდა. წულუკიანის განმარტებით, საქმე პროკურატურაში დღის ბოლომდე გაიგზავნება: 

"მე გთავაზობთ ვინაიდან სხვა გამოსავალი აღარ აქვს კომისია, სსკ-ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე, დანარჩენს პროკურატურა შეაფასებს, ეს აღარ არის ჩვენი საქმე და გთავაზობთ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი ბადრი ჯაფარიძის ქმედების, თუ უმოქმედობის საკითხი, გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე პროკურატურაში." თქვა კომისიაზე წულუკიანმა, რასაც ე.წ. დეპუტატების სრული მხარდაჭერა მოჰყვა.

შეგახსენებთ, ანალოგიური გადაწყვეტილება გუშინ "საგამოძიებო კომისიამ" მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებითაც მიიღო.

ე.წ. მაგნატის საქმეზე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უარი თქვეს კომისიასთან თანამშრომლობაზე. ისინი არ აღიარებენ ოლიგარქიული რეჟიმის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ "საგამოძიებო კომისიას".

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი