"ძლიერი საქართელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ოლიგარქის პროკურატურამ გამოძება სსკ-ს 349-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყებაში დაუდასტურეს.
გამოძება "წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის" მიმართვის საფუძველზე დიწყო. მუხლი ე.წ. ომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.
349-ე მუხლი გულისხმობს "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას" და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
ცნობისთვის, გუშინ ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიწვიეს, თუმცა ორივე პოლიტიკოსმა გამოცხადებაზე უარი განაცხადა. "კომისიის" გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძის საქმე ოლიგარქის პროკურატურაში გუშინვე გააგზავნეს. ასეთივე გადაწყვეტილება დღეს, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიიღეს.