ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს. ეს რისკი უკვე რეალურია - აცხადებს „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.
კუპრაძე ეხმაურება ოლიგარქის რეჟიმის პარლამენტში შექმნილი "საგამოძიებო კომისიის" გადაწყვეტილებებს, რომელმაც კომისიაზე "გამოუცხადებლობის" გამო, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა:
„ივანიშვილი ებრძვის მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს „ძლიერი საქართველოს“ და მის ლიდერებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, ისინი დააპატიმროს და ეს რისკი უკვე რეალურია. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, ერთპარტიული, „ქართული ოცნების“ მიერ უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია." ამბობს კუპრაძე.
ცნობისთვის , წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება ჯერჯერობით მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყო.