კიშინიოვის აეროპორტში გუშინ, მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს. მედიის ცნობით, გუცული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გუცულის წინააღმდეგ მოლდოვას სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული. მას რუსეთიდან პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ დაფინანსებასა და 2022 წელს, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებას ედავებიან
სეპარატიზმის ხელშეწყობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნის გამო, ევგენია გუცულს EU-მ გასულ წელს სანქციები დაუწესა.