პუტინის მოსაზრებას, უკრაინაში "დროებითი საერთაშორისო მმართველობის დამყარებაზე", უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება. განცხადება სოციალურ ქსელში , ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა კომუნიკაციებში დმიტრო ლიტვინმა გამოაქვეყნა. ის წერს:
„თუ პუტინი კვლავ ვერ ხვდება, ვისთან უნდა ისაუბროს, რათა სერიოზულად წავიდეს ამ ომის დასასრულისკენ, მან უბრალოდ უნდა მიიღოს რამდენიმე აბი ტვინის აქტივობის დასაწყებად - თუ დავუშვებთ, რომ ასეთი აბები მაინც იმოქმედებს მასზე." წერს ლიტვინი.
ლიტვინმა პარტნიორებს შეახსენა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა სულ მცირე ორი დადასტურებული დარტყმა მიიტანა უკრაინაზე, რამაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა: "და მსგავსი შემდგომი თავდასხმების თავიდან აცილება - ეს არის ის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა" წერს ზელენსკის მრჩეველი.
იხილეთ: