ქვეყნის პრემიერმინისტრის ცნობით, ბანგკოკში, მაღალსართულიანი მშენებარე კონსტრუქციის ნანგრევებში 81 ადამიანს ეძებენ. 43-სართულიანი შენობა ბანგკოკში, მიანმარში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა.
მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიანმარის სამხედრო ლიდერის ცნობით, დაღუპულია 144 ადამიანი და დაშავებული - 732.