მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა - "საკუთარი სურვილით დავტოვე... განცხადება დაწერილი მაქვს ერთ კვირაზე მეტია" - დაადასტურა ინფორმაცია კიკილაშვილმა "ტვ პირველთან", თუმცა მიზეზებზე მას აღარ უსაუბრია.
კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 2020 წელს, უზენაესი სასამართლოს კვოტით დაინიშნა და მას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კიდევ 5 წელი ჰქონდა დარჩენილი. [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 10 წლიანი ვადით ინიშნებიან].
პარალელურად, დღეს ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას.
ცნობისთვის, მოსამართლე კიკილაშვილის შვილი, გოგა კიკილაშვილი იუსტიციის საბჭოს წევრია. მისი საბჭოში არჩევა დროში დაემთხვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე. ხვიჩა კიკილაშვილი ერთ-ერთი იყო იმ 6 მოსამართლეს შორის, რომლებმაც 2023 წელს სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.