ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს | ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“

გამოქვეყნდა:

ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს, ასევე სამართალდამცავების მხრიდან მათ უკანონო დაკავებებს - ნათქვამია გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

"ასეთი ძალადობრივი მოქმედებები ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას ქვეყანაში  და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს ჩვენს საზოგადოებაში.
მოვუწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, დაიცვან დემოკრატიული პრინციპები, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებს და გამიჯნონ პოლიტიკური კრიტიკა ძალადობისა და შეურაცხყოფისგან.
მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უზრუნველყონ კანონის სრული ძალით აღსრულება." აცხადებს ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“

24 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. ის გუშინ, 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოლიგარქის შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი