ელენე ხოშტარია თავისუფალია | პირველი კომენტარი 24 საათიანი პატიმრობის შემდეგ

გამოქვეყნდა:

მოულოდნელად მითხრეს, რომ გადიო და ადვოკატთანაც არ დამირეკია - განაცხადა ელენე ხოშტარიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ. 

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე:

"კახეთის გზატკეცილზე განყოფილებში მაშინვე ძალადობაზე გადავიდნენ, სახეზე შემეხნენ, კბილები, მერე უკვე აქ [დიღმის იზოლატორში] ჩაატარეს დამამცირებელი პროცედურა, გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს . ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა.

იქ იყო ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი , რომელმაც მითხრა, რომ უნდა გაგჩხრიკოთ . მე ვუთხარი, რომ ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ , მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ, ამის შემდეგ, გადამიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და ვეიპი მქონდა და ამის ამოგლეჯისას კბილები , სახეზე, იყო პირდაპირი ძალადობა, იყო ცინიკური დამოკიდებულება....

აქ შესვლისას მქონდა წნევა , ღებინების ეპიზოდი, არ გამიშვეს საპირფარეშოში და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა , მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ , ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან..." - ამბობს ხოშტარია. 

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია გუშინ, 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოლიგარქის შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია. 

იხილეთ ასევე:

[ფოტო: ტვ პირველი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი