უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ხარკოვზე რუსული იერიშების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ოკუპანტების თავდასხმისას სამხედრო ჰოსპიტალზე, იქ სამკურნალოდ მყოფი ჯარისკაცები დაშავდნენ:
"29 მარტს საღამოს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მორიგი ცინიკური დარღვევით, რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ქალაქ ხარკოვში სამხედრო ჰოსპიტალს. "შაჰედის" დრონების შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს შენობა და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები.
წინასწარი მონაცემებით, სამედიცინო ცენტრში მკურნალ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან დაშავებულები...ომის დანაშაულებს ვადა არ აქვს." აცხადებს უკრაინის გენშტაბი, რომელიც მომხდარს ომის დანაშაულად აფასებს და მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საერთაშორისო ორგანოებს გადასცემს.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, ხარკოვზე იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა.