განჯის დაბომბვა ნიშნავს, რომ რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები გამწვავდება - ექსპერტები

გამოქვეყნდა:

სომხეთი მიერ განჯის დაბომბვას თბილისში ანალიტიკოსები აფასებენ. მათი თქმით, ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის მასშტაბების ზრდამ, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოუტანოს საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

განჯა დაიბომბა და ეს იმას ნიშნავს, რომ დაიბომბება სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებიც. ამასთან, უაღრესად გამწვავდება ურთიერთობები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვეყნებს გარეთა და, მათ შორის, საქართველოშიც, - ამბობს პოლიტოლოგი, გელა ვასაძე.

აქვე, სომხურმა ძალებმა განჯაში აზერბაიჯანელების სამხედრო აეროპორტი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 მოქალაქე გარდაიცვალა, 4 კი - მძიმედ დაშავდა.

თავის მხრივ, სომხეთის თავაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის არტილერიამ იერიში მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტზე მიიტანა. დაბომბილია ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. დაღუპულთა ან დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

განსაკუთრებით, შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო მსხვერპლი. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომ მოხერხდეს ცეცხლის შეწყვეტა. მე ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ კონფლიქტს ფართომასშტაბიანი მოგვარების გეგმა ექნება, - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საქართველოში უსაფრთხოების საბჭო 3 ოქტომბერს შეიკრიბა.  მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და საქართველოს პრეზიდენტმა დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაში მასპინძლის როლი შესთავაზეს და თქვეს, რომ ესკალაციის დაწყების დღიდან სამხედრო ტვირთის გატარება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით შეწყვეტილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი