აზერბაიჯანის ინფორმაციით, სომხეთმა განჯა დაბომბა

გამოქვეყნდა:

არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის თქმით, სომხურმა ძალებმა განჯაში აზერბაიჯანელების სამხედო ბაზები და აეროპორტი დაბომბეს.

ამიერიდან აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში განლაგებული მუდმივი სამხედრო ნაწილები თავდაცვის არმიის სამიზნეები ხდებიან, - ამბობს არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთინიანი და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ქალაქების დატოვებისკენ მოუწოდებს.

მომხდარს დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის .. პრეზიდენტის პრესმდივანი, ვაგრამ პოღოსიანიც ადასტურებს. 

ქალაქ განჯის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტს ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. ოფიციალური განცხადების მიხედვით, განჯა, რომლის მოსახლეობაც 330,000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, ცეცხლსასროლი იარაღით და სარაკეტო სისტემით იბომბებოდა.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. განჯის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. აზერბაიჯანმა კი, ილჰამ ალიევის თქმით, 8 დასახლებული პუნქტი დაიკავა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი