მიწისძვრის შედეგად, ბანგკოკში ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე, დოკუმენტების ქურდობისთვის 4 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, ბანგკოკში ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე, 30-ზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტის ამოღებისას, ჩინეთის 4 მოქალაქე დააკავეს

შენობა, რომელიც ჩინეთის მხარდაჭერილი სამშენებლო პროექტის ნაწილი იყო, მიწისძვრისას რამდენიმე წამში ჩამოინგრა და ქვეშ ათობით ადამიანი მოიყოლა. 

32 კონფიდენციალური დოკუმენტის მოპარვის მცდელობამ კითხვები გააჩინა. მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება დოკუმენტებს გულდასმით იკვლევს, რათა დაადგინონ რა ინფორმაციას ეძებდნენ დაკავებულები. 

შეგახსენებთ, რომ მიანმარში 28 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 1 644 ადამიანი დაიღუპა და 3 408 დაშავდა, 139 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც. ტაილანდში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-ს აღწევს, დაშავებულია 42 და დაკარგულია 78.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი