
"შიმშილის დღეები კარანტინში" - ასე აფასებენ ქართველი ემიგრანტები, დისკრიმინაციულ მიდგომას საქრთველოს მოქალაქეების მიმართ. ათობით ემიგრანტი, რომელიც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ კარანტინის სივრცეში მოათავსეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართვას და შიმშილობას იწყებს.
ვშიმშილობ, არ მივიღებ არანაირ საკვებს, ვარ წყალზე, ჩაიზე. საქართველოს მოქალაქე იჩაგრება, სხვას აქვს უპირატესობა, ჩვენ არანაირი, პირიქით, არაფრის უფლება არ გვაქვს. ეს არის დისკრიმინაცია, ჩემთან ერთად გერმანიის მოქალაქე რომ ყოფილი, ან რუსეთის, გამოატარებდნენ, - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
მისი თქმით, მეოთხე დღეა საკარანტინო სივრცეში იმყოფება, თუმცა ტესტი ჯერ არ აუღიათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 ოქტომბერს, 24 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 90 წლის კაცია ბათუმიდან.
ახალი კოვიდშემთხვევებიდან, ყველაზე მეტი - 370 ინფიცირებული კვლავ აჭარიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.