წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას უკავშირდება. ჯაფარიძე პროკურატურაში მისვლაზე უარს ამბობს და მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვას ითხოვს:  

"თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება. 
პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა.  ეს ყველაფერი მხოლოდ  ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა. 
რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას.
შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ  ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად  გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან." წერს ჯაფარიძე

ოლიგარქის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიამ", "გამოუცხადებლობის გამო", ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში 26 მარტს გაგზავნა

შეგახსენებთ, ე.წ. მაგნატის საქმეზე ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უარი თქვეს კომისიასთან თანამშრომლობაზე. ისინი არ აღიარებენ ოლიგარქიული რეჟიმის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ "საგამოძიებო კომისიას".

ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

მამუკა ხაზარაძეს ამ საქმეზე დღეს ბრალი წარუდგინეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი