კოალიციური მთავრობა- რომელი პარტიები სურს მოსახლეობას?

გამოქვეყნდა:

ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა და კითხვაზე -  თუ კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდა, რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 28% 
  • ევროპული საქართველო - 27 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 20 %
  • ქართული ოცნება - 19%
  • ლეიბორისტული პარტია - 13% 
  • მოქალაქეები - 13%
  • პატრიოტთა ალიანსი - 13% 
  • ლელო - 12%
  • გირჩი - 7%
  • თავისუფალი საქართველო - 7% 
  • ერთიანი საქართველო - 7%

აღსანიშნავია, რომ ამ კითხვაზე რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევა შეეძლოთ.

ნიშანდობლივია, რომ 2 კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა დაცემული მმართველი პარტიის რეტინგი: თუ კი ქართულ ოცნებას, კოალიციურ მთავრობაში, წინა კვლევის თანახმად, 23.5 % ხედავდა, დღეს მხოლოდ 19% ფიქრობს რომ "ოცნება" კოალიციურ მთავრობაში უნდა მოხვდეს. 


შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა  23 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება  +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი