დასაქმება, სიღარიბე, ლარის კურსი ...- საკითხები, რომლის მოგვარებასაც ხელისუფლებისგან ხალხი ითხოვს

გამოქვეყნდა:

IPSOS - ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც  "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ქვეყნდება, შეკითხვაზე - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • დასაქმება - 59% 
  • ეკონომიკა - 55 %
  • სიღარიბე - 48%
  • ფასების ზრდა - 42% 
  • ლარის გაუფასურება - 39% 
  • ჯანდაცვა - 33%
  • პენსიები - 30% 
  • კრიმინალი - 19% 
  • კორუფცია - 14 %
  • უსაფრთხოება - 10% 
  • დემოკრატია - 7%
  • სიტყვის თავისუფლება - 5% 
  • საგარეო პოლიტიკა - 5%

აღსანიშნავია, რომ რესპოდენტებს ერთდროულად რამდენიმე პასუხის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ.

შეგახსენებთ, დასაქმება, ეკონომიკა და სიღარება IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებულ, 2 კვირის წინანანდელ კვლევებშიც, მთავარ პრობლემად იდგა. 

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი